საზოგადოება

სოციალური პროექტის − „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ − სასაჩუქრე პაკეტი უმჯობესდება. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პროგრამის ბენეფიციარები − სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ახლა უკვე ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 20-ლარიან უფასო ვაუჩერებსა და 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათებსაც მიიღებენ.

სრულად...

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა დასრულდა. როგორც მსვლელობაზე პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღნიშნა, „ყოფიერების ფორმა რასაც ოჯახი ჰქვია, ასეთად შექმნა ღმერთმა ადამიანი იმიტომ, რომ ოჯახი, ოჯახური სიწმინდე და ოჯახური ცხოვრება არის მთავარი გზა ადამიანებისთვის - გნებავთ, ზეცად ამაღლებისთვის".

სრულად...

„ოჯახი, ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი“, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

სრულად...

თბილისში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით მრავალათასიანი მსვლელობა იმართება. მსვლელობის მონაწილეები ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის გავლით სამების საკათედრო ტაძარში მიემართებიან.

სრულად...

ტელეკომპანია „იბერიაზე“ საინფორმაციო სამსახურში რეორგანიზაცია დაიწყო.  imedinews-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს დილით არხის ოპერატორები გაიფიცნენ, საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტებს კი უთხრეს, რომ სურვილის შემთხვევაში სხვა გადაცემებზე გადაანაწილებენ. 

სრულად...

სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერის ცერემონია გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, ტაძარში ჯვარი 50-მა წყვილმა დაიწერა.

სრულად...

სამებაში საკათედრო ტაძარში ამაღლებისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს. ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.

სრულად...

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში დღეს, 17 მაისს აქცია აღარ ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით „თანასწორობის მოძრაობამ" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  დღეს, 17 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით თბილისში საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი