ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არ უნდა წარადგინონ ძალოვანმა ორგანოებმა არის ფალსიფიკაცია და დადგმულია მათსავე მიერ, ამის შესახებ ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ინფორმაციით, წუხელ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციებისას დაკავებულია 60-მდე პირი, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, ირანის მოქალაქე ალი რეიჰანი, რომელიც სოფელში სახლს აშენებდა, ცხელ გუდრონში ჩავარდა.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ტერიტორიაზე მდებარე ტაძარში ჯვრის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
არასრულწლოვანი თავდაპირველად ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაციით მიიყვანეს. შემდეგ კი, ოჯახის გადაწყვეტილებით, პაციენტი იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.
როგორც ყირლობიდან გამოსულმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოისტების შეკითხვებს არ პასუხობდა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა სასტუმრო „ბილტმორში“ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყრილობაზე დღის წესრიგით გათავალისწინებულია ორი საკითხის განხილვა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ძიუდოს ფედერაციაში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომისიაში კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები გაერთიანდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ (EMIS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.