პარლამენტის შენობის მიდებარე ტერიტორიაზე ორი სხვადასხვა აქცია მიმდინარეობს. გუშინდელი აქციის შემდეგ, იქ ისევ შეიკრიბნენ „თეთრი ხმაურის“ მხარდამჭერები, რომელთა ლოზუნგია „ჩემი თავისუფლებისთვის!“ და მათი მოთხოვნები კვლავაც პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პოსტებიდან გადადგომაა, რაც 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში განხორციელებულ რეიდებს უკავშირდება.
83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ცნობილი ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა.
რუსთაველის გამზირზე დადგმული კარვები საპატრულო პოლიციამ აიღო მას შემდეგ, რაც სამართალდამცველების მოწოდების მიუხედავად, ეს თავად არ გააკეთეს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, რომელთაც პარლამენტის შენობასთან ღამისთევის შემდეგ, „ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“ ოფისში გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მთავრობის და პარტიის ლიდერები დილიდანვე არიან შეკრებილი და აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობენ.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტეს. ცოტა ხნის წინ აქციის ორგანიზატორებმა შსს-ს გზის დაკავების მოთხოვნით მიმართეს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორებმა შსს-ს გზის სრულად დაკავების მოთხოვნით მიმართეს.
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ თანამდებობა დატოვოს პრემიერ მინისტრმა და შს მინისტრმა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ თანამდებობა დატოვოს პრემიერ მინისტრმა და შს მინისტრმა.
თბილისში, ღამის კლუბებში წუხელ ჩატარებულ სპეცოპერაციებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ წუხელ ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს კიდევ ერთხელ, საგანგებო ბრიფინგზე ეხმაურება, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების გადადგომას მოითხოვს და საპროტესტო აქციებს აანონსებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.