თბილისში, რკინიგზის სადგურზე მატარებლის ვაგონის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც GUARDIAN.GE-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მოხდა სოფელში მდებარე მე-10 საუკუნის ტაძართან, რომელსაც რესტავრაცია უტარდება.
დედაქალაქის მერიის ცნობით, ქუჩის მთელ პერიმეტრზე 100 დეკორატიული ქოთანი დამონტაჟდება, რომელშიც სხვადასხვა სახეობის 1 600 ძირი ბუჩქი დაირგვება.
დიდუბის რაიონის კერესელიძის ქუჩის 2 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე გულიკო ბარქაია ამავე რაიონის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს კორპუსის მცხოვრებთა წინაშე არსებული პრობლემების ოპერატიულად მოგვარებისათვის მადლობას უხდის.
„ცენტრ პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გურამ რჩეულიშვილის განცხადებით, „ცენტრ პოინტი“ გაიყიდა. როგორც რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დასრულებულია და გადაბარების ტექნიკური სამუშაო იწყება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მახლობლად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს მეხუთე სექტორის დასაცავ მონაკვეთზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული მესაზღვრეები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში მოინახულა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, მათ ხსოვნას პატივი მიაგო და მებრძოლთა ოჯახის წევრებს გაესაუბრა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე მყოფ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება სჭირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.