2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი.
ამერიკული კვლევითი კომპანია „ედისონ რისერჩი“ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული წინასწარი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად თბილისობის დღესასწაულზე აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს ელმარ მამედიაროვს, პავლო კლიმკინს და ანდრეი გალბურს ახალ აღმაშენებელზე უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თბილისობის დღესასწაულზე გამართულ თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი და გერმანიის სახმელეთო ჯარების ორკესტრების ერთობლივ კონცერტს დაესწრო.
ცნობილი ქართველი ექიმი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (თოდუას კლინიკის) დირექტორმა გიორგი წივწივაძემ დაადასტურა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული „ახალი ტფილისიდან" მიულოცა. მთავრობის მეთაური განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თბილისობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო და სხვადასხვა გამოფენა დაათვალიერა.
„თბილისობა 2017”-ისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად იმართება. საზეიმო ღონისძიებების ძირითადი ნაწილი რიყის პარკში, აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე, ლეღვთახევში და მეტეხის ხიდზეა დაგეგმილი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში 30 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკვშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიან საქმიანობას აფასებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.