„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ოფიციალურ გახსნამდე, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გამართეს.
ბრიტანულმა Sunday Express-მა ამერიკულ კვლევით ცენტრს Democracy Institute-ს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების სოციოლოგიური კვლევა შეუკვეთა და შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ტრამპი ბაიდენს ქვეყნის მასშტაბით 3%-ით უსწრებს, ხოლო მერყევ შტატებში, რომელთაც ასევე „საბრძოლო შტატებს“ უწოდებენ და ფაქტობრივად, მათ უნდა გადაწყვიტონ არჩევნების ბედი, ტრამპი ბაიდენს 7%-ით უსწრებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 სექტემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0048 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს თავდაცვის უწყება ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურს მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეს შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან დაფინანსების საკითხი თუ დადასტურდა, ეს იქნება ამ პარტიის დასასრული და კატასტროფა.
„საკმაო პაუზა გვქონდა სანამ შევუდგებოდით მუშაობას. საკმაოდ კარგად გაართვა პარლამენტმა, თითოეულმა ჩვენგანმა ამ სერიოზულ გამოწვევას თავი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის აპარატს, ტექნიკურ პერსონალს, დამლაგებლებს, რომლებიც ამ რთულ პერიოდში მაღალ დონეზე ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობებს. იმედია, რომ დღემდე ჩვენ მოვედით მშვიდობით და გავაგრძელებთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა ბიუროს სხდომაზე სხდომის წამყვანმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ სწავლა დაიწყოს ისე, როგორც დაგეგმილია.
ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება. 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, პირველ ეტაპზე შესულ განცხადებებზე კი თანხების ჩარიცხვა კვლავ 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება.
2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და არ იქნება საჭირო კოალიციური მთავრობის ფორმირება, თუმცა კობახიძემ ის პოლიტიკური სუბიექტებიც ჩამოთვალა, რომელთანაც „ქართული ოცნება“ კოალიციას არც ერთ შემთხვევაში არ შექმნის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.