„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, დეპუტატ თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, დასავლეთის მოლოდინია, რომ საქართველოში „სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები“ ჩატარდება და ამის შესახებ მაიკ პომპეომ პრემიერ გახარიასთან სატელეფონო საუბრისას მკაფიოდ მიანიშნა.
დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს. მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ პარტიის ცენტრალურ ოფისში მიღებულია ყველა ზომა, რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული, ასევე დროებით შეზღუდულია შტაბის წევრთა, თანამშრომელთა მისვლა პარტიის ოფისში, თუმცა მისი თქმით, აღნიშნული ფაქტის გამო, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას ხელი არ შეეშლება.
უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს, რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩაქვში, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ანანიძე წარადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარე არის თვითიზოლაციაში, რათა მის გარშემო მყოფი პირების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.
„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე და პერსპექტივის უცვლელად დატოვება იმის ინდიკატორია, რომ გლობალური გამოწვევებისა და რეგიონში არსებული რთული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა.
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ აქტიური მზადების პროცესშია. წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ის მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროები სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ.
როგორც კი 31 ოქტომბერს ჩვენ სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ, მეორე დღიდან უნდა გადავიდეთ უკვე მუშაობის, ყოველდღიური შრომის ციკლზე, - უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელვაჩაურში ამომრჩევლებს, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას.
საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, 1 სექტემბრიდან შეიცვლება პენსიის გაცემის წესი, რაც გულისხმობს რომ ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ თარიღში და მომავალშიც ამ თარიღში გააგრძელებენ პენსიის მიღებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.