შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი,1999 წელს დაბადებული თ.ხ. ქურდობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის Toyota Land Cruiser-ის მაღალი გამავლობის „ამბულანსების“ გადაცემის ცერემონია გაიმართა. სამედიცინო ავტომობილები თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობაში გადანაწილდება. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს სწრაფად და ეფექტურად გადაადგილების შესაძლებლობას. ახალი „ამბულანსებით“ დაკომპლექტების პროცესი თავდაცვის ძალებში კვლავ გაგრძელდება.
ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ამჯერად ქალაქ ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივებთან შეხვედრები გამართეს და ტერიტორიული რეზერვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პროგრამამ სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში დიდი ინტერესი გამოიწვია. სამხედრო მოსამსახურეებმა რეგიონების მაცხოვრებლებს რეზერვის პირობები დეტალურად გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ამსტერდამის, ბერლინის, პარიზისა და ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას სექტემბერშიც გააგრძელებს.
საქართველოში, თბილისის დროით 18:05 საათზე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილოეთით 30 კმ-ში, სოფელ ახადთან იყო.
არანორმალური ვითარებაა, როცა ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მუდმივად იძახის, რომ ჩამოვა, შემდეგ ვერ ჩამოდის, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.
საქართველოს მთავრობის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულში ახალი სანერგე მეურნეობა „მზა ჩითლი" ამოქმედდა. სანერგე მეურნეობაში, „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, 2.8 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 365 000 ლარი გრანტია, ხოლო 1 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ოპონენტი, დემოკრატიული „პარტიის საპრეზიდენტო“ კანდიდატი, ჯო ბაიდენი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკულ ოცნებას „გაანადგურებს“
დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ჩვენი სამშობლოს მომავალი. გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.