მსოფლიოს მთლიანი მუშახელის ნახევარზე მეტი - 1.5 მილიარდზე მეტი - საფრთხეშია, რომ პანდეემის შედეგად აღარ ჰქონდეს საარსებო საშუალებები, იტყობინება BBC გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო შრომის ორგანიზაციაზე დაყრდნობით.
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 178 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 აპრილი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გაუფასურდა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „კარგია“ უკრაინიდან წამოსული „დადებითი ინფორმაცია“, რომ სააკაშვილი „ვიცე-პრემიერად უკვე აღარ განიხილება“, თუმცა მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე დანიშვნა პრინციპულად მიუღებელია.
საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა სილის გაწვნა იქნება უკრაინელი ხალხისთვის და არა – ქართველი ხალხისთვის.
2020 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 119700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და იმსჯელეს ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტს შეადგენს.
ჩვენი კლინიკიდან გაწერილი პაციენტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც კიდევ ერთხელ გვახარებს“,- განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გ.პ. ყვარელში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.