თბილისში დღეიდან, ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.
პრეზიდენტებმა საქართველოსა და ისრაელში კორონავისრუსთან დაკავშირებით შემქნილი მდგომარეობა განიხილეს და პოსტკრიზისულ პერიოდში რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.
შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვთა დახმარების მიზნით, UNICEF-ის ქართულმა წარმომადგენლობამ ბავშვებისა და მშობლების დასახმარებლად უფასო, 24 საათიანი ცხელი ხაზი აამოქმედა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო არეალი თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.
დღეიდან საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკური გახსნის გეგმა ამოქმედდა, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს, დღეს გეგმიური რეისების ფარგლებში შესრულდება ფრენა ვარშავა-თბილისის მიმართულებით.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის ვიცე–პრემიერის პოსტზე წარდგენილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ლეონიდ კრავჩუკს გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, ვიდრე "გაზპრომის მთავარ კერძო აქციონერს, ივანიშვილს და რუსეთის საგარეო დაზვერვის შტატიან თანამშრომელს, გახარიას".
მასობრივი ტესტირება, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, მიზნობრივი ჯგუფების გამოკვლევას გულისხმობდა. როდესაც მსგავსი მოცულობით, მიზნობრივ კვლევაში ინფიცირების მხოლოდ 25 შემთხვევა დასტურდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა, ამ ეტაპზე, გამარჯვებულია, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.