მიმდინარე წლის 28 აპრილს, დანიის სამეფოდან კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით რეისს შეასრულებს ავიაკომპანია “Georgian Airways”, რომელიც დანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ასაკოვანი ადამიანების ტესტირება საქართველოში კორონავირუსის კონტროლისა და გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
როგორც თქვენთვის ცნობილია, 10 აპრილიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტში და 13 აპრილიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მოქმედებდა სპეციალური მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 4500-მდე ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი პროაქტიულად.
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენტეხსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ამ რეგიონებში განხორციელებული მიზნობრივი ღონისძიებების შედეგად ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო.
ზელენსკიმ ვერ გათვალა კარგად. სააკაშვილის რეპუტაცია ვაშინგტონში შერყეულია, ხოლო ბრიუსელსა და ბერლინში - უარყოფითი. შეიძლება კიევშიც არეული აქვს საქმე. სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები, - ამის შესახებ სტატიას The National Interest აქვეყნებს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი ეწერება, უახლოეს მომავალში კი შესაძლოა, საავადმყოფო დაახლოებით 16-მა პაციენტმა დატოვოს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 156 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო სერვისების და ხელმისაწვდომი დახმარების შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებას ოჯახების, ცალკეული ადამიანების და თემების პრობლემების შესამსუბუქებლად, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობისა და საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების დაცვას კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.