უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რაიონულ ცენტრში, თეთრიწყაროში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტოს, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატება ვლინდება იქ, სადაც 7-10 დღის წინ არ იყო დაცული რეკომენდაციები, მოხდა საფლავებზე გასვლა და სუფრებზე დღესასწაულის აღნიშვნაც დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თეთრიწყაროში კორონავირუსის დაახლოებით 20 შემთხვევაა გამოვლენილი და ინფიცირებულთა შორის „ძალიან ბევრი“ მედპერსონალია.
„მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, სხვაგან არ არის ამისი საშუალება“, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი, 83 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“ (მდგომარეობა, როცა პაციენტი კომიდან გამოდის, გაღვიძებულია, მაგრამ გონებაზე არ არის მოსული, გარემო გამღიზიანებლებზე და მოვლენებზე ადეკვატური რეაქცია არ გააჩნია), იტყობინება „ნიუ იორკ პოსტი“ იაპონურ ჟურნალზე დაყრდნობით.
„რთული ვითარების მიუხედავად, დედაქალაქის მერია ცდილობს, არ შეჩერდეს და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად დასრულდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, დედაქალაქის მერიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებსა და მცირე მეწარმეებს გარკვეული შეღავათები შესთავაზა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებულ ღონისძიებებზეისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.