ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 149 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია კლინიკის Facebook-გვერდზე გავრცელდა.
დღეს, ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო, ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა ჩვენს მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვა, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის წარმომადგენლებზე, - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი მაისის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ორთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, საერთაშორისო ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოვლინდა.
27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 485 პაციენტიდან უკვე 149 გამოჯანმრთელდა, იტყობინება საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი.
26 აპრილს, კორონავირუსით რუსეთის ფედერაციაში, ჟელეზნოგორსკის და ლგოვსკის ეპისკოპოსი ბენიამინი გარდაიცვალა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 54 წლის ეპისკოპოსი ბენიამინი რამდენიმე დღის წინათ კურსკის ოლქში, სემაშკოს სახელობის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინა დღით იგი რეანიმაციაში მოათავსეს. მას ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა, რაც კორონავირუსის ინფექციით იყო გამოწვეული.
გერმანიის შრომის მინისტრს სურს, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგაც, რომელ სფეროშიც ეს მოსახერხებელი იქნება, სახლიდან მუშაობამ კანონის სახე მიიღოს.
29 აპრილიდან, ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული საშვით შეძლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.