დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ გატარებულ ღონისძიებებს აცნობს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქართველი ექიმების ერთობლივ შეხვედრაზე საუბარი შეეხო „პლაქვენილს“, რომელიც, მისი თქმით, ქართულ პროტოკოლში შედის, შედიოდა და რჩება ისე, როგორც იქ წერია და არა ისე, როგორც მის ინტერპრეტაციას ზოგიერთები აკეთებენ.
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კი ამ დროის მონაცემებით 456-ს შეადგენს. ინფორმაციას ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
დღეის მდგომარეობით არსებობს მაღალი ალბათობა, რომ უკრაინის რადაში ხმების არარსებობის გამო მიხეილ სააკაშვილს ისედაც არ დაამტკიცებენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ეს განცხადებები დააზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.
28 აპრილს, სპეციალური ავიარეისით ქართველი მეზღვაურები თბილისიდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან, დანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი – სამშობლოში დაბრუნდებიან. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, თუ საქართველო უკრაინიდან ელჩს გაიწვევს, ეს ოფიციალურ თბილისს გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ხახვის და კარტოფილის გადაგდებული ფულის“ ნაცვლად, ივანიშვილის „ჩვენგან მოპარული 20 მილიარდი დოლარი გადანაწილდება თანაბრად საქართველოს ყველა მოქალაქეზე“.
„უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში რა ტყუილი არ მოგვისმენია ხელისუფლების მხრიდან. რა ფუჭი დაპირება არ გაუცია მილიარდერს და მის ხელისუფლებას საზოგადოებისთვის - დაწყებული 5 მილიონით თითოეულ სოფელს, გაგრძელებული უფასო ფულით და ა.შ. და ა.შ. მაგრამ ის, რაც გუშინ მათ იკადრეს, არ უკადრებიათ გუშინდელ დღემდე არასოდეს - ერთი საკუთარი თავისთვისაც და მეორე, რაც ყველაზე მტკივნეულად არის აღსაქმელი, საზოგადოებისთვის“, ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პარასკევს წარდგენილ ანტიკრიზისულ პროგრამას.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.