ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საოლქო საარჩევნო კომისიები და ცესკოს სწავლების ცენტრი კორონავირუსთან ბრძოლის სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საკუთარი ანაზღაურებიდან შეაგროვეს თანხა (26 000 ლარის ოდენობით) და საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით StopCoV ფონდში გადარიცხეს. 

სრულად...

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ უკრაინის, საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის [მიხეილ სააკაშვილის] ვიცე-პრემიერად დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია“.

სრულად...

გიორგი გახარიამ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება, თუმცა არც აკადემიური წელი გამოცხადდება.

სრულად...

2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

სრულად...

ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი მოცულობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების და ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღების და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე და ეს ჯგუფები 6 თვით დამატებით საშუალოდ 600 ლარის დახმარებას მიიღებენ, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას.

სრულად...

ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და მოიცავს 2 კვირიან ეტაპს, განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას. მან თქვა, რომ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის შემდეგ კომპანიები ვალდებული იქნებიან ახალი რეგულაციებით იმოქმედონ.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას მადლობა გადაუხადა მათ, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში თანხები გადარიცხეს, განსაკუთრებული მადლობა მან ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა.

სრულად...

კორონავირუსის ეპიდემია გლობალური გამოწვევა, რომლის საპასუხოდაც ჩვენ, მთლიანად ხელისუფლება ვეყრდნობით პროფესიონალების რჩევებს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის წარმატების ერთადერთი შესაძლებლობა და საფუძველი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას.

სრულად...

დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით 6 თვის განმავლობაში 1200 ლარს, თვეში 200 ლარს მიიღებენ. ამ დახმარებით სარგებლობას დაახლოებით 350 000 მოქალაქე შეძლებს, განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.კ. ზუგდიდში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი