საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ შსს გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორთან თანამშრომლობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შაფთაი ცურთან.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი კრემლის პატიმარია.
ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 დეკემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0086 პუნქტით გამყარდა.
„გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი საამაყო ჯარი. მინდა, თითოეულმა ჯარისკაცმა იცოდეს, რომ ყველა დაგეგმილ რეფორმას ჩვენ წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე და ერთად შევქმნით თავდაცვის მაქსიმალურად ქმედით სისტემას. ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით!“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მინისტრობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას.
„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, ვინც იცავს ქვეყანას, იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას. ძლიერი ჯარი არის ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას Facebook-ზე ადვოკატი დავით ასათიანი ავრცელებს.
მმართველი გუნდი რაღაც მანევრებს აკეთებს, რომელიც არ არის სერიოზული, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით.
მმართველი გუნდის მიერ დღეს შემოთავაზებული წინადადება აბსოლუტურად არ არის კავშირში პროპორციულ სისტემასთან, აქ საუბარია, რომ მარადიულად დარჩეს შერეული მოდელი და ყოველი შემდგომი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს, – განაცხადა პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.