საქართველოს ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა იყო მთავარი განსახილველი საკითხი ვაშინგტონში, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერისა და კონგრესმენების შეხვედრის დროს.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას ნუნუ მიცკევიჩი დაიკავებს. ინფორმაციას საქარველოს პირველი არხი ავრცელებს.
დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ტოვებს.
მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ მინისტრის პრესსპიკერი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში, - განაცხადა საქართველოს პრემიემინისტრმარ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე და დაამატა, რომ მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს.
ოპოზიციის ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ჭიშკარს რამდენიმე ბოქლომი დაადეს.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „„როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმე, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა“. მან აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება შერეული სისტემა, რომელიც არსებობს, სადაც არიან მაჟორიტარი და პარტიული სიით არჩეული დეპუტატები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.