საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილმა ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს, სადაც საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით შრომითი ბაზრის შესაბამისობის კუთხით არსებული სიტუაცია, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებული უპრეცედენტო ინიციატივის ფარგლებში, წყალტუბო არა მხოლოდ აღიდგენს ძველ დიდებას, არამედ ის გახდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი საკურორტო მიზიდულობის ცენტრი იმიტომ, რომ აქ არის უნიკალური ბუნება, უნიკალური წყლები, უნიკალური არქიტექტურა, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სანატორიუმების სახით, არის ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც მიგვანიშნებს იმაზე, რომ თუ რაოდენ ლამაზი შეიძლება იყოს ეს ადგილი“ - განაცხადა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შეფასებისას, რომელიც მიზნად ისახავს წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაციას და განვითარებას.
საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლები სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი აცხადებს, რომ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს, წარმატებით მიმდინარეობს აშკალის სკოლაში, სადაც საერთო ჯამში 20-ზე მეტმა პედაგოგმა ქართული ენის კურსების გავლის შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატები მიიღო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0085 პუნქტით გაუფასურდა.
ის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი ქალბატონის საკითხზე საუბრისას გააკეთა, რომელსაც ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო თბილისში ჩამოსვლის საშუალება არ მიეცა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კლდეეთში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ამ სოფელს ბუნებრივი აირი არასდროს მიეწოდებოდა.
საქართველოში განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის მსგავსი ჯერ არ გვინახავს, – განაცხადა ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, სურეის უნივერსიტეტის პროფესორმა ალან ვუდვორდმა.
თბილისის ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით „თელასი“ 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების „საბურთალო-1“ და „საბურთალო-3“ საკაბელო ხაზებით შეცვლის პროექტს ახორციელებს.
კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.