გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება, - ასე უპასუხა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძე ჟურნალისტების შეკითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოძიება მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებების საფუძველზე.
პირველი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ავტომანქანის სალონების ქიმიური წმენდის ვაუჩერით ისარგებლონ და სერვისის მისაღებად კონკრეტულ კომპანიებს მიმართონ, - განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ გარემოს დაცვის სამსახურის უფროსს, გიგა გიგაშვილს დაავალა, მოსკოვის გამზირზე არსებულ ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის საკითხზე მუშაობა დაიწყოს.
პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა, - განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა.
ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან, - განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.
ვერ მოესწრებით! ამას ვამბობ იმათთვის, ვინც შეიძლება ელოდება ჩვენი პატრიარქის გადადგომას, - განაცხადა მეუფე ანდრიამ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი "ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა.
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრები დაეთანხმნენ პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის წინადადებას ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე და 438 ხმით მხარი დაუჭირეს 12 დეკემბერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვას, რაც 1923 წლის შემდეგ პირველი არჩევნები იქნება, რომელიც დეკემბერში ჩატარდება, თუკი კანონპროექტი მხარდაჭერილი იქნება ლორდთა პალატის მიერაც და კვირის ბოლომდე კანონად იქცევა. თუ ეს ასე მოხდა, არჩევნების დღემდე პარტიებს და კანდიდატებს საარჩევნო კამპანიისთვის მხოლოდ 5 კვირა ექნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბორჯომში ახალი პროექტის - „მოხალისეს“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გახსნეს.
ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას წყალტუბოს აღორძინების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.