საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 ივლისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში პუნქტით გაუფასურდა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა. „მე ამას ქართველი ხალხის პატივისცემიდან გამომდინარე არ გავაკეთებდი“, უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართა, რომ განიხილოს მრავალმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესების მიზანშეწონილობა საქართველოსთან მიმართებაში და შესაბამისი წინადადებით პრეზიდენტის წინაშე წარსდგეს.
რვა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა აზერბაიჯანში სამგზავრო მიკროავტობუსის სატვირთო ავტომანქანასთან შეჯახების შედეგად. 24 წლის გოგო, რომელმაც დაზიანებები მიიღო, ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩს ტერეზა მეის სრული მხარდაჭერა აქვს, დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ მასთან საქმეს აღარ დაიჭერს, რადგან ელჩი ტრამპს აკრიტიკებდა. ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციებს, სადაც აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩი კიმ დეროჩი პრეზიდენტ ტრამპის მთავრობას „უუნაროს“ უწოდებს. აშშ-ის პრეზინდენტმა ასევე გააკრიტიკა ტერეზა მეის მიმართვა "ბრექსიტის" შესახებ და განაცხადა, რომ არეულობა მან შექმნა.
„მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა“, აცხადებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.
თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტს ვალერი პეკრესს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2012 წლამდე, „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა ავანტურისტულ პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ფედერაციას საშუალება მისცა, ფუნდამენტურად გაეძლიერებინა პოზიციები საქართველოში და შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან გიორგი გაბუნიას „ორი თვით შვებულებაში გაშვება ადეკვატური ზომა არ არის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.