„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების აქტიურობა შემაშფოთებელია სისტემატური მოწოდებების ფონზე ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. 

სრულად...

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ზაფხულის შვებულების საქართველოში გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

სრულად...

დუბაის მმართველი მოჰამედ ბინ რაშიდი საკუთარ ცოლს, პრინცესა ჰაიას, სასამართლოში უჩივის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალს პრინცესა დაიანას ადვოკატი დაიცავს. სასამართლო მოსმენა 30-31 ივლისს გაიმართება.

სრულად...

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, Facebook-ის პირად გვერდზე განაცხადა.

სრულად...

4 ივნისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ვაშინგტონში მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან ამერიკის მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

 

სრულად...

სამხრეთ კალიფორნიაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი მიწისძვრა მოხდა, რამაც დაზიანებები და ხანძრები გამოიწვია. 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ლოს ანჯელესიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 240 კილომეტრში მდებარე ქალაქი რიჯკრესტი იყო.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა შესახებ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

სრულად...

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის წლევანდელ გათამაშებას მეორე წრიდან გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ დანიელ ევანსთან 3 სეტში დამარცხდა.

ევანსი შესანიშნავ სათამაშო ფორმაშია და ბოლო ერთ თვეში ბალახზე ჩატარებული 16 მატჩიდან 14 თავის სასარგებლოდ დაასრულა. დღევანდელი შეხვედრის საწყისი ორი სეტიც დამაჯერებლად მოიგო, მესამე პარტიაში კი მატჩზე ჩაწოდებისას გეიმი დაკარგა და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 ივლისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0091 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

ნატოს სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი კოლინ კილრეინი საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი