გიორგი გაბუნიას მონოლოგს მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით უხერხული და უადგილოა ეკრანიდან რუსულ სტილში ასეთი განცხადებებით საუბარი. როგორც მან განმარტა წამყვანის განცხადების უხამსი ფონის მიუხედავად, მომხდარზე ხელისუფლების რეაქცია არაადეკვატური იყო.
რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და რუსეთსა და საქართველოს შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის"- თბილისის მერი კახა კალაძე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო მიმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანის განცხადების შეფასებისას თქვა, რომ „ეს არის წლების განმავლობაში არსებული აგრესია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ბელადის მხრიდან“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და აფრთხილებს მათ, რომ სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 ივლისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0308პუნქტით გაუფასურდა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ დღეს პარლამენტის წინ წყდება ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, „ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს“.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
“ბრიტანეთის ავიახაზები“ რეკორდული 183 მილიონი ფუნტი სტერლინგით დაჯარიმების საფრთხის წინაშე დგას, რაც ავიაკომპანიის მიერ უსაფრთხოების სიტემების დარღვევას უკავშირდება. ამის შესახებ BBC იტყობინება.
დამშვიდდით ბატონებო, არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს, - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.