რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
გიიოგი ვოლსკის განცხადებით, ის, რაც გუშინ რუსთავი2-ის ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი - ეს არის მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიერ, საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებულ ტელევიზია - რუსთავი 2-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში.
„სანამ კაცები არიან საქართველოში, ჩვენ პრაიდს არ ჩავატარებინებთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პირველი რესპუბლიკის მოედანზე მყოფმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა.
„ვინც უცოდველია პირველი ქვა მან ესროლოს გაბუნიას... გაბუნიამ თქვა ის, რასაც პრივატულად ამბობს ან ფიქრობს ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, გარდა ივანიშვილის მოღალატე ბანდისა, რომლებიც სეპარატისტ-ოკუპანტებზე ნაკლებნი არაფრით არ არიან“, ასე ემხაურება სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანის განცხადებას.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა, ამის შესახებ The Washington Post-ი სოციოლოგიურ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ორგანიზაცია "Langer Research Associates"-მა ჩაატარა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებულმა, გენერალური პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს.
საბერძნეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ახალი დემოკრატია“ გაიმარჯვა. საარჩევნო ოლქების უმეტესობა დათვლილია და ხმების 39.85% „ახალ დემოკრატიას“ აქვს მიღებული, ხოლო პრემიერ მინისტრ ალექსის ციპრასის მემარცხენე პარტია „სირიზას“ 31.53%.
„იმაში, რაც დღეს ნაცმოძრაობამ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, სინამდვილეში, ახალი არაფერია. ეს იყო უბრალოდ კულმინაცია, კულმინაცია იმ ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს „შპანა“ მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა“, ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებას.
„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გვიან ღამით თქვა, რომ კომპანია არ განაახლებდა მაუწყებლობას, ვიდრე „არხის უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.