საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 28 ივნისს ოფიციალურად ეცნობა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ 3 სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე წლის 18 ივლისს, სტრასბურგის დროით 10 საათზე გამოქვეყნდება.

სრულად...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, როცა „სააკაშვილის სკოლის რადიკალებმა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების ანტირუსული მიმართულებით წარმართვა შეძლეს“ - აღნიშნული საკითხი გადაიდო.

სრულად...

ჰონგ-კონგში პარლამენტის შენობის ცენტრალურ პალატაში შეჭრილი პროტესტანტები პოლიციამ შენობიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გააძევა. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც ათეულობით მათგანმა საკანონმდებლო საბჭოს მინები ჩაამსხვრია.

სრულად...

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ 20 ივნისს საზოგადოების და სტუდენტების აბსოლუტურად გულწრფელმა და სამართლიანმა პროტესტმა, შემდგომში „აბსოლუტურად ისტერიული სახე და არცთუ მისაღები ფორმა მიიღო“.

სრულად...

თბილისის მერმა კახა კალაძემ 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 ივლისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0462 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ გუნდს თანამდებობიდან წასვლა  თავად შესთავაზა.

 

სრულად...

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას ნულოვანი ბარიერით არის პრინციპული პოლიტიკური ინიციატივა, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს საქართველოში პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური კულტურის განვითარებაში, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციაზე.

სრულად...

„ქართული ოცნების“ მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით დანულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარების ინიციატივის გახმოვანების შემდეგ, პარტია ამ წუთებში სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას მართავს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი არა მხოლოდ უნდა გადამდგარიყო, არამედ უფრო მკაცრი სასჯელიც უნდა მოგვეთხოვა, მას რომ კონსტიტუცია და კანონი არ დაეცვა და დაეშვა „მელიას და პოლიტიკოსების ხელმძღვანელობით ადამიანების შტურმი პარლამენტზე. მან ეს არ გააკეთა, აღკვეთა და მას ამისთვის მადლობა ეკუთვნის“, განაცხადა სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ ეთერში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი