დედაქალაქის მერმა სიცრუე უწოდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით 18 წლის მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს, თითქოს, კახა კალაძე აფინანსებს. მისი განმარტებით, ყველა დაზარალებულის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ დააფინანსა.
საქართველოს გენერალური პროკურატურამ 20-21 ივნისის აქციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მუხლები გადააკვალიფიცირა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გაგრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ივნისის მეორე ნახევრიდან დღემდე არსებული მონაცემებით, რომელიც GUARDIAN.GE-ის წყარომ მიაწოდა, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა „ტელეიმედს“ რეიტინგებში გადაუსწრო.
თერთმეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისგან შემდგარი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 30 ივნისს, ბიძინა ივანიშვილისადმი ღია წერილით მიმართვის შემდეგ, კონკრეტული ძალები ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ხელოვნურად დაპირისპირების შექმნას ახალგაზრდებს შორის.
შსს გიგი უგულავას, გია ბარამიძის და ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს
,,საქართველოსა და აშშ-ს აერთიანებს უზენაესი ღირებულებები და ეს ერთიანი მსოფლმხედველობა დღითიდღე გააძლიერებს ჩვენს მჭიდრო კავშირს“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოში გამართულ მიღებაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მიიჩნევს, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატს ალტერნატივა არ გააჩნია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოკითხვაზე დაიბარა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის უწყება, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
იაპონიაში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად კაგოსიმაში მოხუცი ქალი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.