ივანიშვილის ყოველი დამატებითი დღე საქართველოში არის კატასტროფულად საფრთხის შემცველი საქართველოსთვის, აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლხან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში და დასძენს, რომ მთავარი პრობლემა არა რუსი დეპუტატი გავრილოვი და მისი „ისედაც გაბახებული პარლამენტის ვიღაც ფსევდო თავმჯდომარის სავარძელში“, ჩაჯდომაა, არამედ რუსეთის ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფი ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ გატარებული საზიანო პოლიტიკა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 ივნისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0073 პუნქტით გამყარდა.
„რა გააკეთა დღეს ხელისუფლებამ? რუსეთის დროშა აფრიალა. გავრილოვის წამოსკუპებით დღეს პუტინი დასვეს და პუტინს დაუკრეს ტაში და პუტინს გაახსნევინეს სხდომა... ეს ის საკითხია, სადაც უკან დახევა არ იქნება. უკან დასახევი გზები უნდა ჩავხერგოთ, როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჰიმნს, დროშას და ეროვნულ ღირსებას“, განაცხადა ნიკა მელიამ.
გახარია უნდა გადადგეს, კობახიძე უნდა გადადგეს, გომელაური უნდა გადადგეს, აღნიშნული განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა და დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„კანონს არღვევთ, შეგვიშვით პარლამენტში!“ – არაერთხელ მიმართა თავის თანამოაზრეებთან ერთად პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა პოლიციელებს, რომლებსაც პარლამენტის შენობის შესასვლელი კორდონით აქვთ გამაგრებული და ოპოზიციის წარმომადგენლებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძელევენ.
ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს ბაქოში ვიზიტად მყოფი პირველი კანონმდებელი ირაკლი კობახიძე.
უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა, ასე ეხმაურება პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე.
პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
ალბათ, წინასწარ უნდა გვეფიქრა, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, როდესაც პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის ფარგლებში რუსი დეპუტატები სიტყვით გამოდიოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.