საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0011 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს მთავრობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის" განხორციელებას იწყებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დავით კირკიტაძის კვლავ პატიმრობაში დატოვებას ეხმაურებიან. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აკრიტიკებს იმ მოსამართლეს, რომელმაც კირკიტაძის უფლებადამცველების შუამდგომლობა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ თეა წულუკიანთან არსებული საკითხი შეჯერებულია და უკვე „აზრთა თანხვედრა არის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ეს საკითხი არ დგას წესრიგში“.
მთავრობის სხდომაზე მისულმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დისკუსიების შემდეგ „თემა ამოწურულია“ და იგი იუსტიციის მინისტრის პოსტზე საქმიანობას განაგრძობს.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის უფლებადამცველები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეწყვეტას ითხოვდნენ.
„მე ვფიქრობ, რომ იმ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა, რომელიც გუშინ იყო ჩემი მხრიდან კომენტარის საგანი, არ არის საჭირო. ეს არ ეხება არც შეწყალების საკითხს, არც სასჯელაღსრულების იუსტიციასთან გაერთიანების საკითხს. ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
იუსტიციის მინისტრის პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ თეა წულუკიანის განცხადებას „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.
საქართველო დღეს, 12 მარტს ქვეყნის დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ქაშუეთის ტაძარში დამფუძნებელი კრების წევრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.