შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, თბილისში, გლდანში საქართველოს ბანკზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი დააკავეს.
ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რამაც გამოიწვია შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება, ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ პოსტიდან წავა, თუკი „4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი“ მისი შეხედულების მიხედვით არ გადაწყდება.
ივანიშვილს თუ მობეზრდა მისი მინისტრობა, გადააყენებს, აღნიშნულ განცხადებას „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის პოსტიდან შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით აკეთებს.
პოლიტიკოსმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 5-6 წელიწადში „უდიდესი ნახტომი“ მოხდა, რამაც ქვეყანა „უდიდეს წარმატებამდე“ მიიყვანა. როგორც მან ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში განაცხადა, 2005-დან 2012 წლამდე პერიოდი იყო „ეპოქა, ნახტომი ქართული პოლიტიკური და სახელმწიფო ცხოვრებისთვის“.
„ჩვენ გვჭირდება მუშაობა დეოკუპაციაზე, ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლებაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით. რადგან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენ არ ვესაუბრებით ბატონ პუტინს და სხვებს, ჩემი მიმართვა ჩვენი პარტიორების მიმართ ის არის, რომ განახორციელონ ზეწოლა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში ოფიციალურ ვიზიტად ყოფნის დროს „ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
„პირველ რიგში ის შემიძლია ვთქვა, რომ არა, არ გადავმდგარვარ, თუმცა არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. მე მაქვს ძალიან მყარი პოზიცია. მე ვთვლი, რომ ეს საკითხი არის ძალიან მასშტაბური და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე რა თქმა უნდა არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი იმიტომ, რომ თანამდებობა არ არის ფასეული“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხთან დაკავშირებით, ახალი კონსტიტუციური ცვლილების მომზადების ინიციატივის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„ტავ ჯორჯია“ Georgian Airways-ის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართულ ავიაკომპანიას დღევანდელი მონაცემებით 9 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს „ტავ ჯორჯიას“ მიმართ, თუმცა ავიაკომპანია უარს ამბობს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0012 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.