„ფრესკოს“ დამფუძნებლის კომენტარი არ ვიცი, რა თქვა? - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა შეკითხვას, რომელიც „ფრესკოს" დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხებოდა.

სრულად...

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ „ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი“ და გამოთქვა იმედი, რომ მისი პარტიაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა „პარტიული სტრუქტურების მუშაობა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის“.

სრულად...

როგორ შეიძლება ვინმეს ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზაცია, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გააკეთა.

სრულად...

მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის „ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია“ და გარკვეული პოლტიკიური ძალები ცდილობენ უპასუხიმგებლო პოლიტიკურ საინფორმაციო ველში დააბრუნონ ეს საკითხი, რომ მოსახლეობამდე დამახინჯებული გზით მიიტანონ ინფორმაცია და აქვთ მცდელობა რომ ანაკლიის პორტიც მიაბან ამ საკითხს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს საბანკო და საგადასახადო თაღლითობისთვის 47-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

სრულად...

ვილნიუსში, დალია გრიბაუსკაიტეს სახელით, საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად, ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, „ახალი სახეები, ძლიერი პოლიტიკოსები“ სჭირდება და აქედან გამომდინარე, საკადრო გადაწყვეტილებები პოლიტიკური პროცესის საფუძველზე მიიღება, ხოლო პარტიის რიგებიდან ადამიანების წასვლა „გუნდის განახლების და გაჯანსაღების პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“.

სრულად...

საქართველოს საპატრიარქოდან უზენაეს სასამართლოში წერილი გაიგზავნა. საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ეკლესია ე.წ. ციანიდის საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვს.

სრულად...

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა, ვილნიუსში პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0068 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი