„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ქართველ ბიზნესმენებს აკრიტიკებს. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მსხვილ ბიზნესზე „დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია, არც ჰყავს და არც ეყოლება".  „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს მიაჩნია, რომ ბიზნესმენებს დარჩათ გადარჩენის ერთადერთი გზა, რომელიც ნათელაშვილის მოსაზრებით, გადარჩენის ფონდის შექმნასა და „წაღებული ფულის უკან დაბრუნებაში" მდგომარეობს.

სრულად...

„ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე კახიძემ განაცხადა, „უაღრესად საგანგაშო ვითარების" გამოსასწორებლად, ახალი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაა აუცილებელი.

სრულად...

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა, პარტიაში კახა კალაძის დაღმასვლის პერიოდი იწყება.

სრულად...

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 10 მარტს, კვირას, 09:30 საათიდან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

სრულად...

ფხენიანის სიახლოვეს მდებარე ბირთვული პოლიგონის სატელიტური სურათები მოწმობს, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა ახალი სარაკეტო გამოცდისთვის ემზადებოდეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ყ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

სრულად...

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ მფლობელის, ვასილ სოფრომაძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას და „საზოგადოების ინფორმირებისა და მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით", განმარტებას აკეთებს.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის პოსტიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

სრულად...

„ფრესკოს" დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება. როგოროც კალაძემ ამბობს, თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგოს აკეთებს, აღნიშნულით შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან.

სრულად...

სოფრომაძე პოლტიკოსებს უმწვავესად აკრიტიკებს და ემუქრება: „როცა თქვენ ერთ მშვენიერ დღეს გამოხვალთ თქვენი სახლებიდან, თქვენ, პოლიტიკოსებს გეუბნებით - ვერ ჩაასხმათ ბენზინს ბენზინგასამართ სადგურებში, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი