პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ზაფხულში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10-წლისთავი აღინიშნება, მანამდე კი, როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებთან დაახლოების საკითხზე ინიციატივების გაჟღერებას გულისხმობს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეალები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, რისთვისაც მივიღეთ მხარდაჭერა 2012 წელს, ეს დემოკრატიული კონსოლიდაცია ძალიან წარმატებულად შესრულდება. მე ვფიქრობ, რომ პლურალიზმი არის ჩვენი მთავრობის მონაპოვარი“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რიგებიდან დეპუტატების ერთი ნაწილის წასვლაში „ტრაგიკულს ვერაფერს ვერ ხედავს“.
საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს შეხვდა.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ შეერთებული შტატების იმ სამხედრო ობიექტების რუკა წარმოადგინა, რომელიც ბირთვული თავდასხმისას შესაძლოა მოსკოვის სამიზნე იყოს. რეპორტაჟში, რომელიც რუსული ტელევიზიის ჩვეულ აგრესიულ სტანდარტებსაც კი უჩვეულოდ აღემატებოდა, ნათქვამია, რომ რუსეთის განვითარების ქვეშ მყოფ ჰიპერბგერით რაკეტებს აშშ-ის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობა 5 წუთზე ნაკლებ დროში ექნებათ.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვიეტნამში ჩავიდა. კიმის მწვანე და ყვითელი მატარებელი დონგ დანგის სადგურზე გაჩერდა, საიდანაც იგი დედაქალაქ ჰანოისკენ ავტომანქანით გაემგზავრა.
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში 27 თებერვალს დაიწყება. ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარებაა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს არ სჯერა, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლა ბიძინა ივანიშვილთან ოპოზიციაში ჩადგომას ნიშნავს. იგი მიიჩნევს, რომ ბესელია და სხვები „მიდიან კობახიძის ოპოზიციაში და არა ივანიშვილის ოპოზიციაში“ და ისინი „ნებისმიერ დროს“, როცა ამის საჭიროება დადგება, კვლავ „ჩადგებიან მის ერთგულ სამსახურში“.
„ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ წუხს უმრავლესობის დაშლის გამო.
„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ახლა შეეცდება, რომ გააკონტროლოს არა მარტო მისი დაშლილი უმრავლესობა, არამედ ის ადამიანებიც, ვინც თითქოსდა ამ უმრავლესობას ემიჯნებიან“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 თებერვალი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0153 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.