„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი საბჭოთა ოკუპაციის დღეს ეხმაურება და აცხადებს, რომ დღევანდელი ოკუპაცია 1921 წლის ოკუპაციის გაგრძელებაა.
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა ბიძინა ივანიშვილთან სოლოლაკში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას „სავარაუდოდ“ ძალიან მალე დატოვებს. მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ეს ალბათ რამდენიმე კვირაში მოხდება.
ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის წევრებთან და სხვადასხვა ფიგურებთან შეხვედრებს სოლოლაკში, თავის საცხოვრებელ სახლში განაგრძობს.
„Fitch-ის რეიტინგის მომატება კიდევ ერთი ფაქტია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება სულ უფრო პოზიტიურად უყურებს საქართველო“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო კომპანია Fitch-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის კომენტირებისას.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნუნუ ნესმიწვერიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ახალგაზრდები კოჯორ-ტაბახმელას მემორიალთან დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იუნკერთა მემორიალთან.
დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ რიგების დატოვების შესახებ განცხადებას ამ წუთებში აკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.