საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვირას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა და უცხოეთში ვიზიტების შესახებ ესაუბრა. აღნიშნული შესახებ ზურაბიშვილი განცხადებას „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

სრულად...

„საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო გაიაფდება“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ და დასძინა, რომ ამის წინაპირობა იქნება „ფიჩის“ საკრედიტო რეიტინგში საქართველოს დაწინაურება.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი „დიდი ეკონომიკური სახელმწიფო“ გახდეს, თუკი ის უარს იტყვის ბირთვულ იარაღზე.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა ირწმუნება, რომ „რუსთავის მერი იქნა სასტიკად ნაცემი, ფაქტიური პრემიერ მინისტრის, უჩა მამაცაშვილის ოჯახის წევრების მიერ, მთელი რუსთავი ამაზე საუბრობს და გამოძიებაც კი არ დაწყებულა“ აღნიშნულთან დაკავშირებით.

სრულად...

ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში „საზღვაო ქვეითთა“ თამაშებში (marine corps trials) საასპარეზოდ გაემგზავრნენ.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში მატარებლით გაემგზავრა.

სრულად...

ეკონომისტი და ფინანსისტი ზაზა წიქორიძე, რომელიც სხვადასხვა დროს არაერთ ქართულ ბანკში, მათ შორის „საქართველოს ბანკში“ მუშაობდა, აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ მხოლოდ 500 დოლარით დაიწყო „თიბისი ბანკის“ ბიზნესი და ასე, სხვების დახმარების გარეშე მიაღწია წარმატებას.

სრულად...

ვენესუელას სასაზღვრო ქალაქებში შაბათს არეულობებმა იფეთქა იმ დროს, როცა კოლუმბიიდან და ბრაზილიიდან ჰუმანიტარული ტვირთებით სავსე სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შესვლა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დაბლოკა.

სრულად...

ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ ბოდიში მოიხადა, თავად შერიგებას არ აპირებს.

სრულად...

დეპუტატი გედევან ფოფხაძე ადასტურებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადებით მიმართა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი