საკანონმდებლო ორგანოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებული კანონპროექტის ხმაურიან განხილვას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში მარიონეტების თეატრია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ზვიად კუპრავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
პარლამენტმა ეკა ბესელიას ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების 2024 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს, კენჭი უყარა და მხარი არ დაუჭირა. 45 მომხრე - 17 წინააღმდეგი - ასე დაფიქსირდა ხმები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით ჩატარებულ კენჭისყრაზე.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „უნდა შეწყდეს მოსამართლების უვადოდ განწესება“ და „თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ მოკლე ხანში არ გააკეთებს განცხადებას უვადოდ დანიშვნების შეჩერების თაობაზე, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, რომ პარლამენტმა გამოიწვიოს ხუთივე წევრი, რომელიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია მმართველ გუნდს მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
პარლამენტის სხდომა, შესვენების შემდეგ, ცოტა ხნის წინ განახლდა. სხდომას, რომელსაც ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური თავმჯდომარეობს, არ ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამშობლოში კმაყოფილი ბრუნდება, რადგან საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების მზადყოფნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და უმრავლესობის ზოგიერთი წევრის კონსენსუსის შესახებ დეპუტატი ეკა ბესელია გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.