საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ეწვია. სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოში ვიზიტი ქალაქის ცენტრალური ნაწილის დათვალიერებითა და ტურისტულ პოტენციალის გაცნობით დაიწყო.
„არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ, როგორც შუალედური პრეზიდენტი და გარდამავალი მთავრობა, სრულ კონტროლს მოვიპოვებთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ვიმუშავებთ საქართველოსთან. ჩვენ გვინდა გავხსნათ ურთიერობები საქართველოსთან", განაცხადა აშშ-ში ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა. პრეზიდენტმა ის ბაზები მოინახულა, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან დისლოცირებული და ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის 1 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა.
თბილისში, ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, კვირას, 10 თებერვალს, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, ხიდზე და მის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მოქმედ აღმასრულებელ მდივანთან, სინტია ჰაგერთან შეხვედრა გამართა.
„არ შეიძლება ასე დაშანტაჟებული ვყავდეთ ან ივანიშვილს ან „ოცნებას“, რომ თუ ხმას ამოვიღებთ, ეგრევე, აა, მიშაც ხომ ეგრე ლაპარაკობს?“ - განაცხადა „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა თანამოაზრემ და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად კი, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 თებერვალი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0010 პუნქტით გამყარდა.
დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან ჩართვისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობასთან შეხვედრაზე „დიდი შელაპარაკებები“ იყო, მაგრამ მისი თქმით, ივანიშვილმა „არავის მხარე არ დაიჭირა და ყველა ადამიანს მისცა აზრის გამოხატვის საშუალება“.
ოპოზიცია კი არ უნდა ითხოვდეს თქვენს გადადგომას, თქვენი მეგობრები უნდა გეუბნებოდნენ, რომ უნდა გადადგეთ, ასე მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს გარდაცვლილი ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.