„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისუფლების შენარჩუნება გამორიცხული არის. ამიტომ, ეს ადამიანი ვფიქრობ, რომ ძალიან ბინძურ ნაბიჯებზე წავა“, განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე დააკავეს. ასევე უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულები არიან: შპს „გრემი“-ს დამფუძნებლები გოჩა ფ. და გიორგი ა, შპს „ქისტაური“-ს დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ ლ. და მოქალაქე ვაჟა ფ..
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 თებერვალი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0016 პუნქტით გამყარდა.
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წყალგამყოფი ორი საკითხი - მოსამართლეების თემა და საპენსიო რეფორმა შეიძლება აღმოჩნდეს.
ძალიან მონდომებულები ხართ, რომ მე გუნდიდან წავიდე, მე მონდომებული ვარ, რომ ქვეყანას დაუდგეს სწორი შედეგი, ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს შეკითხვაზე, აპირებს თუ არა მმართველი გუნდის რიგების დატოვებას.
ვერეს ხეობაში ოთხი სამშენებლო ნებართვიდან ორი გაუქმებულია, ხოლო დანარჩენი ორი პროექტი დაკორექტირდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ირაკლი კობახიძის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე გაკეთებულ შეფასებას „გამაოგნებელი“ უწოდა და ტელეკომპანია „კავკასიას“ გადაცემა „სპექტრის“ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ არანორმალურია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე „სასამართლოზე მაღლა აყენებს თავს“.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძესა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ ყაველაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.
მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველწყაროს მივაგნოთ, აღნიშნული განცხადება მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას შინაგან საქმთა მინისტრმა გააკეთა.
„მე ვეღარ ვცნობ ივანიშვილს საერთოდ. იმ პერიოდში ის საკმაოდ საღად აზროვნებდა და ახლა შეცდომა შეცდომაზე, რაღაც სასწაულები ხდება“, განაცხადა ექსპერტმა და ივანიშვილის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიას“ გადაცემა „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში ოთხშაბათ საღამოს სტუმრობისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.