„ევროპის ცენტრში ჩვენ მოგვიწყვეს იაფფასიანი შოუ, აქ არის ჩამოსული სუს-ის ჯგუფი. იმედია ბელგიის პოლიცია გაესაუბრება ამ ხალხს და მეროედ არ შემოუშვებს“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟში, სადაც ის ამ წუთებში ქართველ ემიგრანტებს სიტყვით მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი იმერეთის რეგიონში გრძელდება. პრეზიდენტმა რეგიონების განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფორმატში ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა და სიმბოლურად ხე დარგო. ასევე, იმყოფებოდა ნიკო მარის სახლ-მუზეუმშიც.
სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები აცხადებენ, რომ ისინი გამძვინვარებულ წინააღმდეგობას აწყდებიან ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ანკლავზე თავდასხმისას.
„სიმბოლურია, რომ ჩვენს შორის ბრძანდება უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იგორ დოლგოვი“, განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა ხობის ტაძარში, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის დღესასწაულზე ქადაგებისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ვენესუელის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთან ელიოტ აბამსთან.
ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აიკრძალება, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
„პარლამენტის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარს დავუჭერთ არა გავლენათა ჯგუფებს, არამედ იმ კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“, აცხადებენ ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ წევრი მაჟორიტარი დეპუტატები.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები დაამარცხა. შეხვედრა, რომელიც ქალაქ კლუჟის სტადიონზე გაიმართა, ბორჯღალოსნების სასარგებლოდ, ანგარიშით 18:9 დასრულდა.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი „ახალი საქართველოს“ წევრების მიერ დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა.
„მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც თავად „ოცნება" მდებდა ბრალს, რომ ნამეტანი ლმობიერი ხარ „ნაცონალებთან" ურთიერთობაშიო პარლამენტის თავმჯდომარეობისას, აღნიშნული განცხადება „TV პირველზე“ „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" სტუმრობისას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად კი, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.