პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ მას სხვებისაგან განსხვავებით ჰქონია პოლიტიკური პასუხისმგებლობა, - უთხრა „TV პირველს“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, ცოტნე გამსახურდიამ, რომელიც თავის უფროს ძმასთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად უკვე ერთ კვირაზე მეტია პროკურატურასთან შიმშილობს და მამის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, მის გაგრძელებას მოითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ჭ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შეერთებული შტატების მთავრობამ ნაწილობრივ შეწყვიტა მუშაობა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა კანონმდებლებმა ვერ შეძლეს ბიუჯეტის კანონის დამტკიცება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სამსახურებრივი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1967 წელს დაბადებული ზ.ბ. თბილისში დააკავა.
„ვისი მძევალი ხართ, აქ რომ წვალობთ ასე, ბატონო გიორგი", ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტის სხდომაზე.
„დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და კიდევ სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს", განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე, სადაც დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა.
„თქვენ დისკრედიტაცია მოახდინეთ იმ ინსტიტუტის, რომელსაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ჰქვია", მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე იმ დეპუტატებს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელ კომისიაში იმყოფებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 21 დეკემბერს, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა.
პარლამენტში სხდომაზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უპასუხა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 დეკემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.