გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას გაერთიანებულ ოპოზიციაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებენ.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ეკა ბესელიას დაჭერას თვითონ „ბიძინა ივანიშვილი უპირებდა თავის დროზე და მერე გადაწყვიტა, რომ უფრო გამოადგებოდა პარლამენტში ყველანაირი უმსგავსობის გასაფორმებლად“. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
გურჯაანის რაიონული სასამართლო გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრისთვის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიმდებარედ, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს, პოლიციელთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლისთვის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. კირკიტაძე სასამართლოში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში 60-იანი წლების მერე არ მომკვდარა პატიმარი ციხეში შიმშილობით და საქართველოში კი წინა დღეებში პატიმარი სწორედ შიმშილობით მოკვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ შეერთებულ შტატებს ჯარები გამოჰყავს სირიიდან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ისლამური სახლემწიფო“ იქ „დამარცხებულ იქნა“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარებისადმი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.