პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.
პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. მარგველაშვილმა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. კობახიძემ ხმა ვაკეში, #53 საარჩევნო უბანზე მისცა.
პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ.
თბილისიდან რეგიონებში მიმავალი მიკროავტობუსების და ავტობუსების დიდი ნაწილი რეისიდან მოხსნეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ტრანსპორტს „ქართული ოცნება“ მხარდამჭერების რეგიონებში ტრანსპორტირებისათვის იყენებს.
„TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, დიანა ტრაპაიძის ინფორმაციით, გლდანში მყოფ მათი არხის ჟურნალისტს გადაღებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მეუღლემ, ნინო ანანიაშვილმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საკუთარი არჩევანი ვაკეში, 51-ე საარჩევნო უბანში გააკეთა. ბოკერიამ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.