საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი კოკა გუნცაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოება დღეს მარტივი არჩევანის წინაშე დგას - ან ბოლო შანსს მისცემს ხელისუფლებას, ან დააბრუნებს წარსულს. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სრულად...

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სოფელ ატოცში რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმას „ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის" მაგალითი უწოდა.

სრულად...

ლევან გაჩეჩილაძე ვაშაძის მიერ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასა და დოიჩე ველესთვის დღეს მიცემულ ინტერვიუს შორის სრულ შეუსაბამობას ხედავს. ერთში ის ბოდიშს იხდის 7 ნოემბრის გამო და იზიარებს ნაციონალების ხელისუფლების პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მაშინ არ იყო, მეორეში კი აცხადებს, რომ გაპრეზიდენტებიდან ორ თვეში შეიწყალებს სააკაშვილს და მის თანამებრძოლებს.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესათან ინტერვიუ ჩაწერა „დოიჩე ველემ“, სადაც ვაშაძე ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი ყოფილ პრეზიდენტს, მის მეგობარს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას დაუბრუნებს, შეიწყალებს არა მარტო მას, არამედ „ყველა სხვა პოლიტპატიმარს“ და ასევე ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ და შვილებიან ქალებს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0132 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ თავისი ამორფული, უხერხემლო პოლიტიკით მოახერხა ის, რომ გააცოცხლა ეს აგონიაში მყოფი ძალა, განაცხადა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ირაკლი ბათიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ.

სრულად...

გადავკოცნოთ ერთმანეთი, გავერთიანდეთ კიდევ ერთხელ და არ დავუშვათ ჩვენი თუ სხვისი საქართველოს თავისუფლების დაკარგვა, განაცხადა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ბიზნესმენმა, ლევან გაჩეჩილაძემ.

სრულად...

ამხანაგმა გრიგოლ ვაშაძემ დაანონსა, თურმე ქუჩების გადაკეტვას, არეულობის შეტანას აპირებს, რუსეთის განზრახვა რა არის, ამხანაგმა ვაშაძემ ოფიციალურად გამოაცხადა და გაახმოვანა, რასაც საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს, არჩევნებზე ქუდზე კაცი გამოვა და ჩვენს სამშობლოსა და თავისუფლებას დავიცავთ, განაცხადა პოეტმა დავით მაღრაძემ რუსთაველის თეატრში, ღონისძიებაზე - „მე ვიცავ თავისუფლებას“ განაცხადა.

სრულად...

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საზოგადოების ნაწილი აქციას, ლოზუნგით „მე ვიცავ თავისუფლებას" მართავს. აქციაზე შეკრებილები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდსა და 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი