„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუთი გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა „ნაციონალური მოძრაობის" ერთკვირიანი მასკარადი ვითომდა მათ კონსტრუქციულ გეგმებზე, განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
„ყველა რესურსი მობილიზებულია და ამის შედეგებს თითოეული თქვენგანი იხილავთ, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის უშუალო მონაწილოებას საჯარო შეხვედრებში - ესეც არის დაგეგმილი და ეს იქნება უზრუნველყოფილი“, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას შეფასებით, 2007 წლის 7 ნოემბერი საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე იყო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის" მიერ საზოგადოების მიმართ „სადიზმის გამოხატულებაა".
„ევროპული საქართველო", ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ალეკო ელისაშვილს მიმართავს.
2009 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თბილისში, იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული მიწა, უცხოურ დეველოპერულ კომპანიაზე გაიყიდა, რის გამოც მოსახლეობის სერიოზული უკმაყოფილება არსებობდა. აქედან გამომდინარე ეს მიწა, „ეს კორტები“ დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს და გაკეთდება სპორტული კომპლექსი, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გულის მოგებას უკავშირდება.
7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის, ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს.
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატებმა“ კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში „რესპუბლიკელებზე“ გამარჯვება მოიპოვეს - პირველად, ბოლო 8 წლის განმავლობაში - და პრეზიდენტ ტრამპს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს. თუმცა „რესპუბლიკელებმა“ შეძლეს სენატში უმრავლესობის შენარჩუნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.