საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ.
როდესაც გვეუბნებიან, ზურაბიშვილიაო ევროპის წარმომადგენელი - სად არის აბა ზურაბიშვილი?! აბა, დამანახეთ. საქართველოშიც აღარ არის, ევროპაში ხომ საერთოდ არავის გახსენებია, აღნიშნული განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰელსინკში „რუსთავი 2"-თან საუბრისას გააკეთა.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის საკითხზე კომენტარის გაკეთებისას პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახლახან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზურაბიშვილის კამპანია საკმაოდ ინტენსიური იქნება, რასაც ყველა დაინახავს.
გრიგოლ ვაშაძის მიერ 400-ლარიანი პენსიის გაცემის დაპირებას არარეალურად მიიჩნევს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომელიც ამბობს, რომ ამ დაპირების შესრულებას „სჭირდება 2 მილიარდი“ ლარი, რაც „დაანგრევს მთლიან ბიუჯეტს“.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ჰელსინკში, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ჰელსინკში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე, გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მარიამ ჯაშის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი თანამდებობიდან გადააყენა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ცესკო-მ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების მიხედვით, პირველი ტურის არჩევნების შედეგები შეაჯამა.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს კამპანიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.