სპორტის სასახლეში „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ამომრჩეველს შეხვდა.
„როგორც კი ეროვნული, პროდასავლური და კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში გაორმაგებულად გავაგრძელებთ აჭარის ერთ-ერთ ევროპულ რეგიონად გადაქცევას“- ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ბათუმში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე გააკეთა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით „ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ აჭარის განვითარება შეეფერხებინა.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ბათუმში მხარდამჭერებს ხვდებიან. შეკრებილ ებს სიტყვით მიმართა პარტია ”ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ, რომელმაც წინა არჩევნები და ხელისუფლების ცვლილების პერიოდი გაიხსენა
ციხის მორიგ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ თემის მოკვლევის შემდეგ დადასტურდება მცირედი ნაწილი მაინც იმისა, რაზეც მირზა სუბელიანი საუბრობს.
მმართველი გუნდი „რუსთავი 2“-ს ურჩევს გამოაქვეყნოს ყველა ის ჩანაწერი, რაც მოეპოვება. ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაგმენტებს ასაჯაროებს და ამით საზოგადოებას აბნევს.
მოწმეზე ზეწოლა არ განხორციელებულა და მას ჩვენება არ შეუცვლია - ასეთია ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, გიორგი მენაბდის ადვოკატის განმარტება. ადვოკატი ამბობს, რომ ბოლო დროს მენაბდეს არ შეხვედრია, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ მისი ჩვენებები იდენტურია თანხის გადახდის აუცილებლობას გამორიცხავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა სიმართლე და სიბნელე ექიშპება ერთმანეთს, ადამიანს უჭირს გაიგოს, სად არის სიმართლე და სად სიყალბე.
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი მოსახლეობას ქუთაისში შეხვდა. ნათელაშვილმა მოქალაქეებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე „კურიერის" მიერ გასაჯაროებულ გლდანის ციხის ახალ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მოწმეს თანხა გადაუხადეს. აუდიოფაილის თანახმად, მოზარდების მკვლელობის საქმის ფალსიფიცირებაში, თბილისის ყოფილი პროკურორიც მონაწილეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.