გაერთიანებული ოპოზიციის მიერ სატელეფონო საუბრების გავრცელებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეხმაურება.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ სატელეფონო ჩანაწერები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლას ახორციელებს და მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოების არაერთ შეკითხვას, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, პასუხი უნდა გასცეს.
საბჭოთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა, რომელმაც რონალდ რეიგანთან ერთად 1987 წელს საშუალო მანძილის ბირთვული ძალების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა, გამოვიდეს ცივი ომის ბირთვული შეიარაღების მთავარი ხელშეკრულებიდან, ბირთვული განიარაღების ძალისხმევებიდან უკან დახევაა.
პრეზიდენტმა ტრამპმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააძლიერებს თავის ბირთვულ არსენალს, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთსა და ჩინეთზე.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მან თბილისში, დიღომში 310 მ2 ზომის სახლი 37 200 დოლარად ააშენა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილი განცხადებით, ის გაოცებულია, როდესაც ირაკლი სესიაშვილი საუბრობს ასეთ ფაქტებზე, იმის ფონზე, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი შიმშილობს. ირმა ნადირაშვილის თქმით, მაშინ როდესაც უეცრად აღმოჩნდა, რომ მაღალჩინოსნების ახლობლებს მოულოდნელად გაუჩნდათ ისეთი შემოსავლები, რომ სასახლეებს აგებენ, ბუნებრივია კორუფციაზე ჩნდება ეჭვები.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე იმ ფეშენებელურ სახლების აშენებას გამოეხმაურა, რომელებიც მაღალჩინოსნებმა 2012 წლის შემდეგ აიშენეს.
ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.