გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ბრალდებებს ცენრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია პასუხობს.

სრულად...

ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, განაცხადა „ქართული ოცნების" მიერ მხადრაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „ქართული ოცნების" უკანონო დავალებების შესრულებაში სდებს ბრალს.

სრულად...

„ომეგა ჯგუფი“ ფარულ ჩანაწერებზე უცხოეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროვებს. კომპანიის წარმომადგენლის, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული სამართლებრივი ექსპერტიზის ბრიტანული კომპანია „საიფორიდან“ კიდევ ორ აუდიოჩანაწერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს.

სრულად...

„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, ის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს გამოიძიებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია ეხმაურება. კონსტანტინე გამსახურდია ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გაუქმებას ითხოვს.

სრულად...

ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებული და ამჟამად უკვე გათავისუფლებული მაია ოთინაშვილი მისი დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში გატარებულ დღეებს იხსენებს.

სრულად...

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების დათა ახალაიას და  გიორგი დგებუაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

თბილისის პოლიციის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. 

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე ფარული მიყურადება ხორციელდება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმაურება. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ  გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებს და არ გამორიცხავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აუდიოჩანაწერი წინასაარჩევნო პერიოდში გასაჯაროვდეს.

სრულად...

პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას გამოკითხულთა 48%-ს. „ქართული ოცნების“ შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები საზოგადოებას მამუკა მდინარაძემ გააცნო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი