„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე „ასეთი გააფთრებული არ უნდა იყოს ჩართული ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში“.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ იმ ფრაზების გამო, რასაც კობახიძე პოლიტიკური ოპონენტების მისამართით იყენებს, მოუწევს „პასუხის გაცემა".
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის საჭიროება იქნება და მეორე ტურში, ბოკერიას პროგნოზით, მათი ფავორიტი კანდიდატი, დავით ბაქრაძე გაიმარჯვებს, სალომე ზურაბიშვილი კი შესაძლოა, მეორე ტურის მიღმაც კი დარჩეს.
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
ლევან ვასაძე რუსეთის დასავლეთთან სრული სამხედრო კონფრონტაციის საფრთხეზე აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ რელიგიურ ნიადაგზე, რაც კონსტანტინოპოლის ეკლესიის პატრიარქის, ბართლომეს მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე ცოტა ხნის წინათ გაცხადებულ საკითხს უკავშირდება, კიევში რუსული სამხედრო ძალების შეჭრისა და ამის შემდეგ ამგვარი ქმედების უკვე საქართველოში, სომხეთსა თუ აზერბაიჯანში განხორციელების საფრთხე რეალურია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „წარმოუდგენელია და შეუთავსებელია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, როცა ტელევიზიის დირექტორი საზოგადოებას ადამიანის შევიწროებისკენ, დევნისკენ მოუწოდებს".
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან და არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით, მისივე თანაგუნდელი გიორგი ვოლსკი „პოზიციის გამოხატვას" უწოდებს და აცხადებს, რომ პარტია არ აპირებს თავისი პოზიციები საზოგადოებას არ გაუზიაროს.პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან და არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით, მისივე თანაგუნდელი გიორგი ვოლსკი „პოზიციის გამოხატვას" უწოდებს და აცხადებს, რომ პარტია არ აპირებს თავისი პოზიციები საზოგადოებას არ გაუზიაროს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ფაშისტურს უწოდებს.
ჩვენი შიდა კვლევებით, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში და გრიგოლ ვაშაძე მეორე ადგილზეც კი შეიძლება ვერ გავიდეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ წუთას მიმდინარე ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ. მან გვარამიას განცხადებას ფაშისტური უწოდა.
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მემარჯვენე კანდიდატი ჯაირ ბოლსონარო გავიდა და მეორე ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება, მისი მეტოქე მემარცხენე „მუშათა პარტიის“ კანდიდატი, ფერნანდო ჰადადი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.