შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელთან, ზაზა ოქუაშვილთან, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა შედგა. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა, რომელსაც თავად ბიზნესომბუდსმენის სტატუსით ესწრებოდა, სოლოლაკში, ბიზნესცენტრში გაიმართა და მას ივანიშვილი, როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი, ისე ესწრებოდა.
არ ვაპირებ ვალის პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ, – განუცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ბანკი „ქართუდან“ სესხის აღების საკითხზე კომენტირებისას.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ოსურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში დამნაშავედ სცნო და 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის ორი თვით გადადებას ეხმაურება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე „დამაჯერებლად ლიდერობს და ძალიან ბევრი ადამიანი, 44%-ზე მეტი ამბობს, რომ არც ერთ შემთხვევაში ხმას არ მისცემს სალომე ზურაბიშვილს“.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართუდან“ მილიონი ლარი ისესხა. ინფორმაცია, რომელიც 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აუდიტის სამსახურის ვებვერდზე გამოქვეყნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ მსხვილფეხა საქონელს შეეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხრიდან მომავალ მიკროავტობუსს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წერეთლის გამზირზე. „ოპელის“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისმა უნდა აჩვენოს განსაკუთრებით მაღალი კულტურა არჩევნების და ეს ატმოსფერო უნდა იყოს სამაგალითო, მისაბაძი.
„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შაკვა ნათელაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში ჩავიდა და დოთიაშვილების ოჯახი მოინახულა. შალვა ნათელაშვილმა კირბალიდან კიდევ ერთხელ გააპროტესტა ოკუპაციის ფაქტი და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.