2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში პენსია გაიზრდება და ეს შეეხება, როგორც ასაკობრივ პენსიას, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, იცის თუ როგორ შეინარჩუნოს და როგორ გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც დღეს გარკვეული პოლიტიკური ნიშნით არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები, განაცხადა უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ მარნეულში, სადაც „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს ხვდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ სხვა 9 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „ფეისბუქის“ გადაცემა „სთორიში“ სტუმრობისას მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში სწავლის პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ ეს იყო „ბრწყინვალე და ფანტასტიური“ უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ე.წ. კაგებესთან“ და ამ სკოლაში სტუდენტი სიღრმისეულ განათლებას იღებდა.
თოვლის ფანტელებივით ეყრება თავზე პუტინის წარმოგზავნილ ზურაბიშვილს ჩვენი ხალხისგან აწაპნილი მილიონები, აცხადებს შალვა ნათელაშვილი და ხაზს უსვამს, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც თავად, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ფინანსური წნეხის ქვეშაა.
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი არასამართლიან წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს და აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის შექმნილია არათანაბარი პირობები, რაც პირველ რიგში, ფინანსური წნეხით გამოიხატება.
დღეს საქართველო თავის ევროპულ ოჯახს უბრუნდება - ჯერ არა როგორც მისი სრულუფლებიანი წევრი, არამედ როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების საპატიო სტუმარი; ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არის საეტაპო მოვლენა ჩემი ერის ისტორიასა და კულტურაში, ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს, რომლებსაც დღეს ფრანკფურტში უმასპინძლა.
თბილისში, 3 ლოკაციაზე, დღეიდან სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
შეერთებული შტატების ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიკი ჰეილიმ გამოაცხადა, რომ პოსტიდან მიდის. დონალდ ტრამპმა, რომელიც ოვალურ ოფისში ჰეილის გვერდით გამოჩნდა, განაცხადა, რომ ელჩი ნიკი ჰეილი „ძალიან წარმატებული“ იყო და მან „დაუჯერებელი სამუშაო“ გასწია.
ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე კარვის კონსტრუქციის გაშლის უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლა მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.