საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ ბათუმში, ახალსოფელში პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო, გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სრულად...

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობამ ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. პროტესტის მიზეზი 50 წლამდე მამაკაცის გარდაცვალება გახდა.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „იმედის კვირის“  პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ ოქუაშვილი ამბობს, თითქოს ვიღაცას ფულს უხდიდა, ის ფული საკმარისზე მეტი იყო, რათა გრაფიკი ჰქონოდა და ამ გრაფიკით მისი ვალი შემცირდებოდა.

სრულად...

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა საოკუპაციო ხაზთან დაკავებულები გათავისუფლდნენ.

სრულად...

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით Edison Research-მა უკვე მეორედ ჩაატარა წინასაარჩევნო კვლევა. 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით კომპანიის წარმომადგენლებმა 3 ათასი ადამიანი პირისპირ გამოკითხეს და მათი პასუხები შეაჯამეს. ცდომილების ზღვარი +/-2%-ია.

სრულად...

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შემთხვევებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. თალაკვაძემ ამ თემაზე კომენტარი კახეთში, სალომე ზურაბიშვილსა და ამომრჩევლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკულ WSJ Frontiers-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რათა მოვიზიდოთ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.

სრულად...

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მყოფი შვილმოკლული მამები ამერიკის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოინახულა. მან ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს პლედები, წყალი და საკვები მიუტანა. ამერიკელი სტუმარი საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ხაზთან მისვლასაც გეგმავს. მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ის ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელებს მიაწვდის.

სრულად...

პეკინში ჩინეთის პირველობის ფინალი,  ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფით დასრულდა. მან ტურნირის პირველი ნომერი და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო საათსა და 41 წუთში ორ სეტში დაამარცხა – 6:4, 6:4.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი